www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კაფეტერიების ქსელი დეგუსტო, აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი და შესაბამისი წესის დაცვით;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ფილიალში შესაბამისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო ქსელში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:

** ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 09:30 დან 18:30 მდე;
** 800 ლარი + კვება + ბონუსები;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფილიალის მენეჯერი.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 ოქტომბერი.

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |