www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიისთვის საჭირო პროდუქციის მოძიებასა და მათ შესყიდვაში ჩართულობა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ჩართულობა ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლების მოძიებაში, ფასების შედარებასა და საბოლოო შემოთავაზების დამტკიცების უზრუნველყოფაში;
** ჩართულობა მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ფასდაკლებების და თანხის გადახდის პირობებზე შეთანხმებაში კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
** შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის მართვა;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** სხვადასხვა სახის რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება;
** დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების რეპორტინგის წარმოება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირებული და გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით
** შესყიდვების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ელ. ფოსტა: a.ptskialadze@sairmeresort.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |