www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქვის საწარმოს უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვებისა და სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 შოურუმით თბილისსა და რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას ქვის საწარმოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის აღწერა (დათვლა, კონტროლი)
** შეკვეთების ყოველდღიური ანალიზი, დაგეგმვა, კონტროლი;
** ქვის ჭრის პროცესის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება;
** საწარმოს უფროსის დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ქვის საწარმოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;
** ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |