www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" ეძებს მარკეტინგის მენეჯერს.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
** ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა;
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგის განყოფილების მართვა, სტრატეგიის შესაბამისად, განყოფილებისთვის შესასრულებელი სამუშაოების დელეგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგის სტრატეგიების შექმნის გამოცდილება;
** კამპანიების ბიუჯეტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |