www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება;
** შემოსული აპლიკაციების/ რეზიუმეების გადარჩევა კომპეტენციის ფარგლებში;
** აპლიკანტებთან დაკავშირება შერჩევის ყველა ეტაპზე;
** ტესტირების ადმინისტრირება/ორგანიზება (ჩატარება);
** ტესტირების შედეგების შეფასება;
** გასაუბრებაში მონაწილეობა;
** მონაწილეობა პერსონალის დაქირავების სრულ ციკლში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაფორმებამდე და მის შემდგომ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** სასურველია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია HR პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა
** დროის მართვის უნარი, ორგანიზებული, კომუნიკაბელური, დეტალებისადმი ყურადღებიანი, გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ლოგიკური აზროვნების უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.10.2021. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |