www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ვეტერინარული კომპანია როქი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე შინაური ცხოველების საკვებისა და მოვლის საშუალებების მიმართულებით.

კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას.

"როქის" სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება 400-მდე ვეტაფთიაქსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის განვითარება.
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა.
** მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების გაფორმება.
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთის გაკონტროლება.
** კრედიტორული დავალიანებების კონტროლი.
** მომხმარებლების დროული ინფორმირება ახალ პროდუქტებზე,
ფასის ცვლილებაზე და პრომო აქციებზე.
** ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა და მათი ეფექტური გადაწყვეტა.
** პასუხისმგებლობიანი მომხმარებლებისთვის მარკეტინგული მასალების/მოწყობილობების
გადაცემაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;

ანაზღაურება: ფიქსირებული (მომატების პერსპექტივით) + ბონუსი რეალიზაციიდან

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე - roqi@agro.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "როქი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |