www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საჭყუმპალაოს რეცეფციის ოპერატორი
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, საბავშვო აუზით (საჭყუმპალაო), 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.

ვაკანსიის დასახელება: საჭყუმპალაოს რეცეფციის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისთვის საჭყუმპალაოს მომსახურებებისა და პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ბავშვების ბაზაში დარეგისტრირება და აღრიცხვა;
** მშობლებისთვის მიმდინარე აქციების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** მშობლების მხრიდან დაფიქსირებულ უკუკავშირზე დროული რეაგირება და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად ადაპტაციისა და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სიახლეებისადმი ღია და განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით უფასოდ სარგებლობას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: paddling@vsp.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |