www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი/რეზერვაციის მენეჯერი
მომწოდებელი: პორტა კავკასია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სასტუმრო "პორტა კავკასია ყაზბეგი" მდებარეობს ყაზბეგში, გუდაურიდან 24, 1 კმ-ში. სასტუმროს აქვს ტერასა მთების შესანიშნავი ხედები. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საუნა, საკონფერენციო დარბაზი, ღვინის მაღაზია "მეღვინეობა ხარება", "ევროპული რესტორანი "ლიგურია" და ქართული რესტორანი "ხარება".

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორი/რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, სტეფანწმინდა
სამუშაო დრო: კვირაში 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების საშუალებას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: nino.khuntselia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი/რეზერვაციის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |