www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** შეკვეთების მომზადება; მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
** მარაგების გადანაწილება; რეზერვების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge.

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |