www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
გამოქვეყნების თარიღი: 2021 წლის 1 ოქტომბერი

ძირითადი მოვალეობები:

** ცალკეული პროექტების ფინასური ხარჯვის გეგმების მართვა (მიღება, კორექტირება, განხორციელების კონტროლი) ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით;
** ორგანიზაციის პირველადი საფინანსო დოკუმენტების დახარისხება და დაარქივება;
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა სპეციალური საბუღალტრო პროგრამის ორისი (Oris) მეშვეობით;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** საწვავის ხარჯვის ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი საწვავის ხარჯვისა და განვლილი კილომეტრაჟების უწყისების საფუძველზე;
** თანამშრომელთა ყოველთვიური დროის აღრიცხვის ფურცლების წარმოების მონიტორინგი და სამუშაოს დროის აღრიცხვის ერთიან ფორმაში ასახვა;
** ორგანიზაციის აქტივების აღრიცხვა და მართვა;
** საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
** პირველადი დოკუმენტაციის კლასიფიკაციის ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო პროგრამაში "ორისი (Oris)";
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel);
** ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების ცოდნა და გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის არსის, სასაქონლო-მატერიალური აქტივების აღრიცხვის თავისებურებებისა პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge "თემაში" მიუნიშნეთ "ფინანსური მენეჯერის ასისტენტის" ვაკანსია.

საკონტაქტო ტელ: 0431251330; 598 626297

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან - 25 ოქტომბერი 18:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |