www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ი/მ გიორგი გიორგაძე
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

ი/მ გიორგი გიორგაძე აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას მობილური ტელეფონის აქსესუარების მაღაზიაში ნიკეას N1 (სტეკლოტარა).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** თვეში ერთხელ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (აღწერა);
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება.

უნარ-ჩვევები:

** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.

ანაზღაურება საწყის ეტაპზე ფიქსირებული 500 ლარი და დამატებით ბონუსური ანაზღაურება.
სამუშაო საათები 10:30 დან 20:00.
დასვენების დღე საწყის ეტაპზე თვეში ორი დღე. შემდეგ კვირაში 1 დღე.

გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: giogio-333@mail.ru. გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი.

ჩვენ პატივს ვცემთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |