www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჩემი წიგნი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"ჩემი წიგნი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე .

ჩემი წიგნი სატელეფონო გაყიდვების კომპანიაა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა წამყვან გამომცემლობასთან. გაყიდვების სპეციალისტები ნებისმიერი ჟანრით დაინტერესებულ მკითხველს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურის შესახებ, ხოლო ჩვენი კურიერები ზრუნავენ მომხმარებლებისათვის წიგნების სრულიად უფასო მიწოდებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** კლიენტთა მომსახურება: კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაცნობა-გაყიდვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენაზე გამართული მეტყველება;
** უმაღლესი განათლება; (სასურველია)
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული ცოდნა და უნარები:

** მოლაპარაკებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (თვის მანძილზე თქვენთვის სასურველი მხოლოდ ორი შაბათი)
** სამუშაო გრაფიკი ორცვლიანი: პირველი ცვლა: 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე;
** მეორე ცვლა: 16:00 სთ _დან 21:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება: ბონუსური სისტემით 450 - 1800 ლარამდე;
** გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ორკვირიან ანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ წინსვლასა და განვითარების შესაძლებლობას, კომფორტულ სამუშაო გარემოში, მეგობრული და დამხმარე გუნდით. თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ . მისამართზე: vacancy@chemitsigni.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |