www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინგაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" ეძებს ონლაინგაყიდვების მენეჯერს.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი/ სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შეკვეთის მიღება;
** შეკვეთების გადანაწილება და კურიერისთვის გადაცემა;
** კურიერის მარშრუტის შედგენა შეკვეთების მიხედვით;
** ფილიალის მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია და შიდა გადაზიდვების ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის ახსნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (ონლაინ- გაყიდვები, სოციალური მედიის მენეჯერი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი...).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** სხარტი და რაციონალური აზროვნება.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |