www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი (თვის განმავლობაში 10 სამუშაო დღე, კვირაში 2-3 გასვლა)
ანაზღაურება: 800 ლარიდან + დამატებით გაიცემა ავტომობილის იჯარის გადასახადი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ შემდეგ მოთხოვნებს:

** გყავთ სამარშუტო ტიპის ავტომობილი;
** ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი წესის შესაბამისად პროდუქციის საწყობიდან მიღება;
** დადგენილი განრიგისა და მარშრუტის შესაბამისად პროდუქციის ტრანსპორტირება თბილისიდან აჭარის რეგიონის მიმართულებით (კვირაში 2 ან 3 გასვლა);
** პროცედურის შესაბამისად პროდუქციის გადაბარება დისტრიბუტორისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილი (მიკროავტობუსის ტიპის).

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტომობილის წვა არ უნდა აღემატებოდეს 11ლიტრი/100კმ.-ზე
** აღნიშნული პოზიცია მოითხოვს ქონებით უზრუნველყოფას

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია დამატებით გასცემს ავტომობილის იჯარის მომსახურების საფასურს

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი - თბილისი - რეგიონი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |