www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი, დამწყები მზარეული
მომწოდებელი: Living Vino
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ვეგანური რესტორანი და ღვინის ბარი "Living Vino" აცხადებს ვაკანსიას მიმტანისა და დამწყები მზარეულის პოზიციებზე.

1) მიმტანი

ვეძებთ ადამიანს ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არის პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე და სურს გაეცნოს მომსახურების სფეროს ევროპულ სტანდარტებს.

ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგებს მომსახურების სტანდარტებისა და ღვინის შესასწავლად, კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, მოქნილ გრაფიკსა და კონკურენტულ ანაზღაურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 0-დან 1 წლამდე
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი
** პოზიტიური
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარით.

სამუშაო გრაფიკი: 11:15 - 22:00
სამუშაო დღეები: შეთანხმებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, რასაც ემატება პროცენტი გაყიდვებიდან და "თიფი".

2) დამწყები მზარეული

ჩვენი გუნდი ეძებს მონდომებულ ადამიანს ვისაც სურს შეისწავლოს ვეგანური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება აუცილებელი პირობა არ არის. ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე და გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

ანაზღაურება და გრაფიკი არის შეთანხმებით. ამასთან, ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: livingvino@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |