www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის აქტივაციის მენეჯერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სს "თ&რ დისტრიბუშენ" წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

სს "თ&რ დისტრიბუშენ" ("ბრითიშ ამერიქენ თობაქო"-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას ბრენდის აქტივაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ., N2
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო პარტნიორებთან დიალოგის სტრატეგიის შემუშავება მომხმარებლებთან დაკავშირებით ბიზნეს მიზნების შესასრულებლად
** სავაჭრო პარტნიორებთან:
- გეგმებს შემუშავება მომგებიანობის გაზრდასთან დაკავშირებით
- მიდგომების დასახვა (მაგალითად პროდუქციის მიწოდების და ვიზიტების სიხშირე)
- პალანოგრამების გაიდლაინების შემუშავება
** სავაჭრო ობიექტებში გეგმების შესრულების უზრუნველყოფა პროდუქციის ქონის, ხედვადობის, ბრუნვის, მარჯინის, ხარისხის და ფასების შესაბამისობის კუთხით
** სავაჭრო მარკეტინგის პროგრამების შემუშავებაში რეგიონული მენეჯერებისთვის დახმარების გაწევა
** სავაჭრო პარტნიორებთან კომერციული პირობების შემუშავება (ბონუსი, კრედიტი, ფასდაკლება და ა.შ.)
** ბიზნეს შედეგების შეფასება კონკურენტებთან შედარებით და სავაჭრო მარკეტინგის პროგრამების ეფექტურობის შეფასება
** კონტრაქტში გადახდის პირობების ფორმულირება
** სავაჭრო მარკეტინგის პროგრამების ბიუჯეტის მართვა
** სავაჭრო მარკეტინგის პროგრამების გეგმების და შეფასების კრიტერიუმების დაწესება
** სავაჭრო მარკეტინგის პროგრამების ეფექტურობის გაზრდისთვის ახალი იდეების გენერირება და ინოვაციური მიდგომების შემუშავება სეგმენტების მიხედვით
** ბრენდ მენეჯმენტთან დაკავშირებული კრეატიული და ანალიტიკური დავალებების შესრულება
** ბაზრის რეალობის და საჭიროებების შეფასება
** ბრენდის სტანდარტების მონიტორინგი
** გარე სარეკლამო სააგენტოების და მომწოდებლებისთვის დავალებების მიცემა და ზედამხედველობა
** მუდმივი კონტროლი და შეფასება პროდუქტის შეფუთვის გაუმჯობესების, განახლებული სტანდარტების დანერგვის კუთხით
** ბრენდის საკომუნიკაციო მასალების დამზადების მონიტორინგი, შეფასება და ხარისხის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** FMCG სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება მსგავს თანამდებობებზე;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
** გამოცდილება გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკების და ზეგავლენის მოხდენის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრენინგებს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს "თ&რ დისტრიბუშენის" მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ "ბრენდის აქტივაციის მენეჯერი".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები: http://trd.ge LinkedIn Facebook

სს "თ&რ დისტრიბუშენ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |