www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: Euphidra
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"Euphidra" იტალიური კოსმეტიკური ხაზის ბრენდია 1988 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის კოსმეტიკურ საშუალებებს.

"Euphidra" საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ციფრული არხების და მისი კონტენტის მართვა და პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
** პროდუქციის კონტენტის შექმნა და დამუშავება სამიზნე აუდიტორიისა და პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით;
** პროდუქტის გაყიდვების სტიმულირება და მისი ცნობადობის ამაღლების აქტივობების განხორციელება;
** პროდუქტის აღწერილობის მომზადება და შესაბამისი ვიზუალის დამუშავების უზრუნველყოფა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** სამიზნე აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრა, სეგმენტაცია და პროდუქტის შესაბამისი რეკლამირება;
** სოციალური მედიის ლიდების გენერაცია;
** სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და სამომავლო სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური ქსელის მომხმარებლებთან კომუნიკაცია პროდუქციის რეალიზების ხელშეწყობის მიზნით;
** სოციალური ქსელებიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** კომპანიის დირექტორთან ანგარიშგება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ციფრული კონტენტის შექმნისა და მართვის ცოდნა;
** ციფრული რეკლამის საბაზისო პრინციპებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** მოქნილობა

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: euphidra.italy@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |