www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
თანდართული ფაილი: 29536_gpost_app_7054733.zip
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ძირითადი მიზანია საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობა:

საზღვარგარეთიდან შემოსული და ექსპორტზე გასაგზავნი საფოსტო გზავნილების მიღებისა და დახარისხების პროცესის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

სამუშაო ადგილი - თბილისი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დამხმარე სპეციალისტი (საოპერაციო მიმართულება)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.10.2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |