www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 500 ლარი და ბონუსები;
სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 დღე;
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2;
სამუშაო ადგილი: "ისთ ფოინთი"; გლდანი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული და მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |