www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხრახნსახეხის მხეხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ხრახნსახეხის მხეხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სახეხი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** რთული, ექსპერიმენტალური და ძვირადღირებული დეტალების და ინსტრუმენტის ხეხვა და დაყვანა 3-5 ქვალიტეტებით და კბილსაჭრელი ინსტრუმენტების ხეხვა და დაყვანა 4-5 კლასის სიზუსტით, რომლებსაც გააჩნია დამუშავებისა და გაზომვებისთვის ძნელად მისადგომი, რთული კონფიგურაციის გარე და შიგა შეუღლებული ზედაპირები და საჭიროებენ რამდენიმე გადაყენებას და ზუსტ შემოწმებას, ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.
** ჩარხების გაწყობა აუცილებელი გაანგარიშებების შესრულებით.

უნდა იცოდეს:

** განსხვავებული ტიპის სახეხი ჩარხების კონსტრუქცია და სიზუსტეზე შემოწმების წესები;
** რთული დეტალების და ინსტრუმენტის დაყენების, დამაგრების და შემოწმების ხერხები, აგრეთვე დამუშავების თანმიმდევრობის განსაზღვრის მეთოდები;
** რთული პროფილების დამუშავებისთვის, სახეხი ქარგოლების სწორების წესები და ხერხები;
** დასამუშავებელი ლითონების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები;
** დეფორმაციის მიზეზები დეტალების დაყენებისა და დამუშავებისას;
** მოთხოვნილი სიზუსტის ქვალიტეტებისა და სიმქისის პარამეტრების მიღწევის ხერხები.

სამუშაოს მაგალითები:

** მიკრომეტრული ზუსტი ხელსაწყოების ხრახნების -ხეხვა;
** დგუშები დიამეტრით 300 მმ-მდე -ხეხვა;
** ცილინდრები მაღალი სიზუსტის-ხეხვა;
** სავაზნის დორნების პროფილური -ხეხვა;
** 100 მმ-მდე დიამეტრის და 800 მმ-მდე სიგრძის საწელავები - კონუსის გარე წინა ზედაპირების და მაკალიბრებელი კბილების საბოლოო ხეხვა;
** ევოლვენტური, მახვილშლიცური, სწორგვერდა შლიცური საწელავები - პროფილური ხეხვა;
** რთული მრუდებით შემოხაზული პროფილის ფასონური საჭრისები - ხეხვა;
** საჭრისები ბრტყელი და მრგვალი სალი შენადნობის ფირფიტებით, რთული მრავალგადასვლიანი პროფილით და რთული შეუღლებებით - ხეხვა ალმასის ქარგოლებით;
** მატრიცების სეგმენტები, პუანსონები, ექსცენტრიკები რთული ლეკალური მრუდებით - ხეხვა ოპტიკურ-სახეხ ჩარხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ხრახნსახეხის მხეხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |