www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში მხეხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სახეხი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** მრგვალი პროფილის მაღალხარისხოვანი მარკის ფოლადებისგან დამზადებული მდგრადი დეტალების გარე ზედაპირების ხეხვა მე-11 ქვალიტეტით და სიმქისის პარამეტრებით Ra 5-1, 25 ბრტყლად სახეხ, მრგვლად სახეხ და უცენტრო სახეხ ჩარხებზე, სახეხი ქარგოლების სწორებით, ჭრის რეჟიმებისა და დამუშავების თანმიმდევრობის დაცვით, ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით;
** მრგვალი და ბრტყელი პროფილის მაღალხარისხოვანი მარკის ფოლადებისგან დამზადებული მდგრადი დეტალების გარე ზედაპირების და სიბრტყეების ხეხვა და დაყვანა 8-10 ქვალიტეტით და სიმქისის პარამეტრებით Ra 1, 25-0, 63 შესაბამისად გაწყობილ ჩარხებზე;
** დეტალების დაყენება და შემოწმება ჩარხებზე და სამარჯვებში.

უნდა იცოდეს:

** ერთი ტიპის სახეხი ჩარხების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი;
** ყველაზე მეტად გავრცელებული სამარჯვების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** საკონტროლო-მზომი იარაღების მოწყობილობა;
** სახეხი ქარგოლების სახეობები; სახეხი ქარგოლების სწორების ხერხები და მათი გამოყენების პირობები, დასამუშავებელ მასალებთან და დამუშავების სისუფთავესთან დამოკიდებულებაში;
** დაშვებების და ჩასმების სისტემა;
** ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** გამაციებელი და საპოხი სითხეების დანიშნულება და თვისებები.

სამუშაოს მაგალითები:

** სამაგრი ნორმალები - უცენტრო ხეხვა;
** 40 მმ-დე დიამეტრის ჭანჭიკები - ხეხვა;
** ლილვაკები, მილისები - უცენტრო ხეხვა;
** საღარავი სარგულების საყენებელი რგოლები - ბრტყლად ხეხვა;
** ღერძები, სარგულები - უცენტრო ხეხვა;
** საყენებელი კუთხედები - გვერდების ხეხვა;
** ცილინდრული წკირები - უცენტრო ხეხვა;
** წნეხფორმების ნამზადები - ბრტყლად ხეხვა;
** ტვიფრების მატრიცები - ბრტყლად ხეხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მხეხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |