www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალი-შემკეთებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ზეინკალი-შემკეთებელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საზეინკლო
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი კვანძების და მოწყობილობების მექანიზმების, აგრეგატების და მანქანების დაშლა, რემონტი, აწყობა და გამოცდა;
** მარტივი მოწყობილობების, აგრაგატების და მანქანების შეკეთება, აგრეთვე საშუალო სირთულის სამუშაოების შესრულება შედარებით მაღალი კლასის ზეინკალ-შემკეთებლის ხელმძღვანელობით;
** დეტალის საზეინკლო დამუშავება 12-14 ქვალიტეტით;
** გარეცხვა, გაწმენდა, დეტალების შეზეთვა და ჭარბნასხამის მოხსნა;
** სამუშაოების შესრულება პნევმატური და ელექტრო ინსტრუმენტების გამოყენებით საბურღ ჩარხებზე;
** დეტალის შაბვრა მექანიზირებული ინსტრუმენტის გამოყენებით;
** მარტივი სამარჯვის დამზადება რემონტისა და აწყობისათვის.

უნდა იცოდეს:

** მარტივი კვანძებისა და მექანიზმების, მოწყობილობების, აგრეგატებისა და მანქანების დაშლის, რემონტის და აწყობის სამუშაოს შესრულების ძირითადი ხერხები;
** საზეინკლო და საკონტროლო-მზომი ინსტრუმენტების დანიშნულება და გამოყენების წესი;
** დასამუშავებელი მასალის ძირითადი მექანიკური თვისებები;
** დაშვებისა და ჩასმების სისტემები, ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** ზეთების, გამრეცხი საშუალებების, ლითონებისა და საპოხი მასალების დასახელება, ნიშანდება და გამოყენების წესი.

სამუშაოს მაგალითები:

** ჭანჭიკები, ქანჩები, სარჭები - მიქლიბვა, ხრახნის მორგება, მათი გამოცვლა და დამაგრება;
** ჰაერის, ზეთის და წყლის ჩამკეტი ვენტილები - დაყენება ადგილზე მორგებით;
** ასაწევი და გადასაადგილებელი მოწყობილობის ბაგირები - გამოცვლა;
** მუხლები, სამკაპა მილსადენებისათვის - ჰიდრავლიკური გამოცდა და აწყობა;
** ზეთსაგრილი - დაშლა, რემონტი, აწყობა;
** დგუშიანი ტუმბო - რემონტი, დაყენება;
** შუასადებები - დამზადება;
** სათელი დოლის რედუქტორი - დაშლა, რემონტი და აწყობა;
** ლითონის ბადის - შეცვლა, დამზადება, რემონტი;
** ზუმფარის სალესი და მასთან მტვერსასრუტები - რემონტი, აწყობა, აბრაზიული რგოლების გამოცვლა და გამართვა;
** სოგმანები - მოქლიბვა.

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ზეინკალ-შემკეთებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |