www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალი-მეიარაღე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ზეინკალი-მეიარაღეს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საზეინკლო
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** დეტალების საზეინკლო დამუშავება მე-12-14 ქვალიტეტით;
** მარტივი სამარჯვების, მჭრელი და მზომი იარაღების რემონტი და აწყობა;
** მარტივი იარაღების წრთობა;
** თერმულად დაუმუშავებელი თარგების, მრუდთარგების და კავების დამუშავება და დაყვანა წრთობმდე მე-12 ქვალიტეტით;
** ხრახნების მოჭრა შიგსახრახნებით და გარესახრახნებით, კალიბრზე შემოწმებით;
** იარაღებისა და საშუალო სირთულის სამარჯვების დამზადება და საზეინკლო დამუშავება, სპეციალური ტექნოლოგიური სამარჯვისა და თარგების გამოყენებით შედარებით მაღალი კვალიფიკაციის ზეინკალ-მეიარაღის ხელმძღვანელობით.

უნდა იცოდეს:

** სამრჯვების, საზეინკლო და საკონტროლო-საზომი ინსტრუმენტების დანიშნულება და გამოყენების წესი;
** ჩასმებისა და დაშვებების სისტემები;
** ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები, ნახაზზე მათი აღნიშვნები;
** საბურღი და მისაქლიბი ჩარხების მუშაობის პრინციპები;
** ნამეტის დადგენის წესი შემდგომი დაყვანისათვის, მეტალის დეფორმაციის გათვალისწინებით თერმული დამუშავებისას.

სამუშაოს მაგალითები:

** ძელბურღები დიამეტრით 60მმ-მდე, სიგრძით1000მმ-მდე ლითონსაჭრელი ჩარხებისათვის - საჭრისის ქვეშ მართკუთხა ნახვრეტების მორგება;
** ორტარი - სრული საზეინკლო დამუშავება;
** გადასაყვანი მილისები - ფანჯრების მონიშვნა, გაბურღვა და მიქლიბვა მექანიკური დამუშავების შემდეგ;
** სხვადასხვა დამჭერი, მარტივი კონდუქტორები და სამარჯვები, შიგსახრახნისა და გარესახრახნისების დამჭერი - რემონტი;
** სამარჯვებისა და შტამპების სხვადახვა დეტალები - გონიოს, სახაზავისა და კონდუქტორის ქვეშ მიქლიბვა, ღარების მიქლიბვა, შიგსახრახნებით და გარესახრახნებით ხრახნების ხელით მოჭრა;
** ტარკუთხვილებისა და დამჭერების - სრული საზეინკლო დამუშავება;
** ქანჩი გასაღები ტორსული, ყრუ და სპეციალური - ჩარხზე დამუშავების შემდეგ ხახის მიქლიბვა თარგზე შემოწმებით;
** ქანჩებისა და ჭანჭიკების შტამპვის პუანსონები და მატრიცები - რემონტი;
** შიგსაზომები - დამზადება და რემონტი;
** მომჭერი ვაზნა ბურღებისათვის (მარტივი) - აწყობა;
** ნაწრთობი მარტივი საჭრისები - დაყვანა თარგებზე;
** სპირალური ბურღები მირჩილური ფირფიტებით - მიქლიბვა სწრაფმჭრელი ფირფიტის ქვეშ;
** თარგები ქანჩგასაღებებისათვის, სახურავი მაკრატელი - დამზადება.

მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ზეინკალ-მეიარაღე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |