www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"ფინანსური ბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა. ამ მიზნით, კომპანია შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

ფინანსური ბიურო აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, და შაბათს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.
მდებარეობა: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
** მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადახდო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა;
** ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
** ხელმძღვანელობის სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** უმცროსი ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის/ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის და კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა
** MS Office კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემებზე დროული რეაგირება;
** მოტივაცია და ინიციატივა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |