www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფილური ხერხის მხეხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში პროფილური ხერხის მხეხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სახეხი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** რთული დეტალების და ინსტრუმენტის ხეხვა და დაყვანა, რომელიც საჭიროებს დიდი რაოდენობის ტექნოლოგიურ გადასვლებს და დაყენებებს მე-6 ქვალიტეტით და კბილსაჭრელი ინსტრუმენტის ხეხვა და დაყვანა მე-6 კლასის სიზუსტით, რომელიც საჭიროებს კომბინირებულ დაყენებებს და ზუსტ შემოწმებებს რამდენიმე სიბრტყეში, განსხვავებული ტიპის და კონსტრუქციის სახეხ ჩარხებზე;
** დამუშავებისა და გაზომვებისთვის ძნელადმისადგომი გარე და შიდა ფასონური ზედაპირების და მრუდხაზასთან შეუღლებული ცილინდრული ზედაპირების ხეხვა და დაყვანა;
** გრძელი ლილვების და სავალი ხრახნების ხეხვა რამდენიმე ლუნეტის გამოყენებით;
** რთული და მსხვილგაბარიტიანი დეტალების და კვანძების ხეხვა სახეხ ჩარხებზე.

უნდა იცოდეს:

** უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების და განსხვავებული ტიპის სახეხი ჩარხების კონსტრუქციული თავისებურებები და სიზუსტეზე შემოწმების წესები;
** ხეხვის ოპტიმალური რეჟიმის განსაზღვრის წესები, მასალასთან, ნაკეთობის ფორმასა და სახეხი ჩარხების მარკასთან დამოკიდებულებაში;
** საკონტროლო-მზომი იარაღებისა და ხელსაწყოების გამართვის და რეგულირების წესები;
** ჭრის რეჟიმების განსაზღვრის წესები ცნობარებისა და ჩარხის პასპორტის მიხედვით.

სამუშაოს მაგალითები:

** დეტალების - (ღერძები და ლილვები) მრგვლად ხეხვა მე-4-5 კვალეტეტით;
** კონუსური კალიბრების ცილინდრის - ხეხვა;
** საწელავები მრგვალი, შლიცური და მოდულური სიგრძით 700 მმ-ხეხვა;
** საწელავები და გამჭოლები ბრტყელი რთული კონფიგურაციის-ხეხვა კბილების და საბურბუშელე ღარების;
** მრავალ კონუსიანი ლილვები და ნახვრეტები - ხეხვა და დაყვანა;
** საყრდენი გვირგვინები - საყრდენი გვირგვინის კვანძში შემავალი ყველა დეტალის საბოლოო ხეხვა (საყრდენები, მბრუნავი დეტალები, დგარები და ფიქსატორის პოჭოჭიკები);
** მრავალსვლიანი ტრაპეციოდალური ხრახნიანი კალიბრები და საცობები - ხეხვა დაყვანით;
** რთული მატრიცები ღრმულებით, რადიუსებთან განლაგებული კონუსებით და ლეკალური ზედაპირებით - ხეხვა;
** ცოციები - ხეხვა;
** მრავალადგილიანი წნეხფორმები - ხეხვა;
** 80 მმ-დე დიამეტრის და 800 მმ-დე სიგრძის საწელავები - საბოლოო ხეხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროფილური ხერხის მხეხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |