www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"ფინანსური ბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
ფინანსური ბიურო აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე)

ფუნქცია/მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარირებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ბუღალტერ-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |