www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში მღარავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საღარავი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი დეტალების ღარვა 12-14 ქვალიტეტებით ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ და საღარავ ჩარხებზე, უნივერსალური სამარჯვებისა და მჭრელი იარაღების გამოყენებით და ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად ჭრის რეჟიმებისა და დამუშავების თანმიმდევრობის დაცვით;
** წიბოების, განაჭრების, კოტების, რადიუსების და სიბრტყეების ღარვის ოპერაციების შესრულება;
** მარტივი დეტალების დამუშავება 8-11 ქვალიტეტებით, განსაზღვრული დეტალების დამუშავებისათვის გაწყობილ სპეციალიზირებულ ჩარხებზე, სპეციალური სამარჯვებისა და განზომილებიანი მჭრელი იარაღის გამოყენებით;
** დეტალების დაყენება ჩარხებზე და სპეციალურ სამარჯვებში, მარტივი შემოწმებით.

უნდა იცოდეს:

** სხვადასხვა ტიპის საღარავი ჩარხების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი;
** დასამუშავებელი მასალების დასახელება, მარკირება და ძირითადი თვისებები;
** ყველაზე მეტად გავრცელებული სამარჯვების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** საკონტროლო-მზომი იარაღების მოწყობილობა;
** ფრეზების სახეობები და მათი ძირითადი კუთხეები;
** გამაციებელი სითხეების და ზეთების დანიშნულება და თვისებები;
** დაშვებების და ჩასმების სისტემა;
** ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები.

სამუშაოს მაგალითები:

** ჭანჭიკები, ქანჩები, საცობები, შტუცერები - წიბოების ღარვა ქანჩსაღებისთვის;
** 500 მმ-დე სიგრძის ლილვები საღერძები - ღია და ყრუ სასოგმანე კილოების ღარვა;
** 150 მმ-დე დიამეტრის მილისები - კილოების ღარვა მონიშვნის მიხედვით;
** მილისები - ღარაკების ღარვა;
** გვირგვინა ქანჩები - კილოების ღარვა ჭილიბყურებისთვის;
** ლითონკონსტრუქციების მცირეგაბარიტიანი დეტალები - ღარვა;
** 1500 მმ-დე სიგრძის დეტალები - სწორხაზოვანი წიბოების და ნაზოლების ღარვა;
** არაუმეტეს 560х500 მმ ზომის დეტალები - სიბრტყეების ღარვა;
** სხვადასხვა პროფილის ნამზადები - დეტალებად დაჭრა;
** ქანჩსაღებები ჩვეულებრივი და ტორსული - კვადრატული ან ექვსკუთხა ხახის ღარვა;
** სარქველის კორპუსი - მილტუჩის კონტურის ღარვა;
** კრონშტეინები, ბერკეტები, წევები, შტანგები - სიბრტყეების ღარვა;
** დანები ფრეზების ანაწყობისთვის და შიგა ხრახნმჭრელებისთვის - კონტურის და სიბრტყეების ღარვა ნამეტით ხეხვაზე და ღარაკების ღარვა;
** ანჯამები - შარნირების ღარვა;
** მრგვალი გარე ხრახნმჭრელები, ხრახნული და გლუვი მიმლესები - გამკვეთი კილოს ღარვა;
** შუასადებები - ტორსების და ცერობების ღარვა;
** სწორკბილა ცილინდრული საფართები დიამეტრით 4 მმ-ზე ზევით - კბილების ღარვა;
** სახარატო, სარანდი, სატეხი და საავტომატე საჭრისები - ფირფიტების ბუდეების და საყრდენი სიბრტყეების ღარვა;
** 3-მმ დიამეტრზე ზევით სპირალური ბურღები - სპირალური ღარების ღარვა სპეციალურ მოწყობილობაზე და სამარჯვების გამოყენებით;
** ფრეზები და ბურღები კონუსური კუდით - ნიჩბების ღარვა;
** სოგმანები - ბოლოებზე მომრგვალებების ღარვა;
** შტუცერები, სწრაფსახსნელი საყელურები - კილოების ღარვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მღარავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |