www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (ნაწილების მიმართულებით) პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001264
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ავტო-მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

მინიმალური სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში - 1 წელი
განათლება: სტუდენტი, არასრული უმაღლესი, ბაკალავრი
ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - საშუალო, ინგლისური - საშუალო

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრობლემების დროული იდენტიფიცირების და მოგვარების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** Microsoft Office-ის ცოდნა (Excel);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** აუცილებელია გამოცდილება გაყიდვებში (სპეც.ტექნიკის ნაწილების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად).

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის შეთავაზებების გაცნობა;
** კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
** კლიენტებისთვის სპეციალური პირობების შემუშავება და შეთავაზება;
** კლიენტებთან ხელშეკრულების გაფორმება; კლიენტების შესახებ ინფორმაციისა და გაფორმებული ხელშეკრულებების პროგრამული აღრიცხვა;
** კლიენტების შესახებ ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** კორპორატიული კლიენტების პორტფელის წარმოება და ანალიზი;
** პორტფელის ანალიზის საფუძველზე კლიენტებისთვის ფასების ცვლილების ინიცირება;
** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მათი მუდმივი ინფორმირება ახალ პროდუქციასთან / სერვისებთან დაკავშირებით;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, როგორც მათი, ასევე კომპანიის მხრიდან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია, განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1264

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2023 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |