www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001261
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკ: სტანდარტული
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება საწყობის მიმართულებით - 1 წელი
** განათლება: ბაკალავრი
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - საშუალო, ინგლისური - საშუალო

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** Microsoft Office Excel

დამატებითი მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება

სამუშაოს აღწერა:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, ბრენდების მიხედვით დახარისხება, დასაწყობება და გაცემა
** საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურებისთვის
** საჭიროების შემთხვევაში სხვა საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა
** პროდუქციის გამზადება შეკვეთებისთვის, გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა
** სათადარიგო ნაწილების იდენტიფიცირება, სისტემაში ასახვა და პერიოდული განახლება

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1261

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |