www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მტვირთავი საწყობში
მომწოდებელი: კაფელის სახლი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

"კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში მტვირთავის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 900-1100 ლარი
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30; მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო საათები: 10:00-18:30 კვირაში ექვსი დღე.

სამსახურებრივი მოვალეობა: საწყობში შემოსული საქონლის ჩამოტვირთვა, დატვირთვა, დასაწყობება და სხვა სახის სამუშაოების შესრულება.

უპირატესობად ჩაითვლება:

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** ტვირთმცლელზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის სწრაფი ათვისება;
** დატვირთულ რეჟიმსა და რთულ სამუშაო გარემოში მობილიზება.

მიღებაზე განიხილება მხოლოდ მამაკაცების კანდიდატურა 20-დან 40 წლის ჩათვლით.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსია ელფოსტაზე: cvceramichouse@yahoo.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |