www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SQL მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას SQL მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
სტრუქტურული ერთეული: მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის, ეკოსისტემის მენეჯმენტის და მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ (SQL) მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება და დამუშავება გაყიდვების კამპანიების ხელშეწყობის მიზნით;
** გაყიდვების კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ტექნიკური მონიტორინგი;
** გაყიდვების კამპანიების მაჩვენებლების მონიტორინგი, რეპორტინგი და ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკაში, ეკონომიკაში ან სხვა მონათესავე ტექნიკურ დარგში;
** SQL მონაცემთა ბაზების სტრუქტურისა და ძირითადი პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** T-SQL, PL/pgSQL ან MySQL გამოყენებით მონაცემების ამოღების და დამუშავების ცოდნა;
** აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და მონაცემების დამუშავების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია SQL Server Reporting Services (SSRS)-ის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - SQL მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი

"სადაზღვევო კომპანია ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |