www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
ელფოსტა: hr@benefits.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5-დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმალური B1/B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი და თავაზიანი
** მომსახურებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა/დისციპლინრებულობა
** დაკვირვება და ანალიზის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** კომერციული დეპარტამენტისგან მიღებული შეკვეთების საფუძველზე ფიზიკური პირების პოლისების პროგრამულად აღრიცხვა და ოფერთან შესაბამისობის კონტროლი;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, პოლისი, მნიშვნელოვანი პირობები);
** კომერციული დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ფიზიკური პირების პოლისების ურთიერთშედარების აქტების მომზადება;
** ფიზიკური პირებისგან შემოსული ინფორმაციული ხასიათის შეკითხვების მართვა;
** სადაზღვევო პოლის(ებ)ში ცვლილებების პროგრამულად ასახვა და დაანგარიშება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ფინანსურ დეპარტამენტთან დებიტორული დავალიანების მქონე პოლისების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |