www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://nova.ge) აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოსტების თემატურად დამუშავება;
** სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება;
** Gif-ბანერების დამზადება;
** ვებ გვერდისათვის სარეკლამო გვერდისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა-მომზადება დასაბეჭდად და საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
** სტამბებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (2 წელი);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე;
** ფოტოების გადაღებებისა და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** Adobe პროგრამების: Photoshop, Illustrator, Corel, ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დიზაინერი".
გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |