www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯ.ბ. აუდიტი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ჯ.ბ. აუდიტი" წარმოადგენს ერთ-ერთი წამყვან აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. 2014 წლიდან კომპანია არის საერთაშორისო ჯგუფLeading Edge Alliance / LEA Global-ის წევრი.

კომპანია "ჯ.ბ. აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ყვარელში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
** ფინანსური უწყისების ყოველთვიური წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა);
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, ხარჯების და შემოსავლების დარიცხვა;
** დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების კეთება;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** IFRS სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბუღალტრო და/ან საგადასახადო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ღვინის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: bachoberishvili88@gmail.com. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |