www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - ვეტერინარი
მომწოდებელი: იორლენდი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კოოპერატივი "იორლენდი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ვეტერინარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლობები:

** კოოპერატივის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი;
** ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოზირებაში მონაწილეობის მიღება, დაავადებების განსაზღვრა, მკურნალობის პროცესის კონტროლი;
** ფიზიკური გამოკვლევების ჩატარება, გადაუდებელი დახმარების გაწევა;
** რეგულარული რჩევების მომზადება მენეჯერისთვის კვების, პროფილაქტიკური და ცხოველების ზოგადი მოვლის კუთხით;
** კოოპერატივის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით რეგულარული ვიზიტების განრიგის მომზადება და შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში ცხოველების ევთანაზიის პროცესის უზრუნველყოფა;
** რეპორტების წარმოება ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

უნარ-ჩვევები და კვალიფიკაციები:

** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე);
** დროის განაწილებისა და მართვის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;

უფლებები:

** დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობითა და სათანადო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა;
** კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისი შრომის ანაზღაურების მიღება დადგენილ ვადებში;

განაკვეთი: ინდივიდუალური
ანაზღაურება: 400 ლარი (გადასახადების გარეშე)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე YourLand.info@gmail.com წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება - ვეტერინარი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |