www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანია ArtPharma2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. "არტფარმა" საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია "ვალმარკს", რომელსაც ოტის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას.

მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, ქორელი, Adobe Indesign, MP3&MP4, Adobe encore)
** GIF ანიმაციების შექმნის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება
** ვებ გვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება, ვებ ბანერების დიზაინების მომზადება
** სოციალური მედიისთვის GIF -ების დამზადება
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოტივირებულობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გამრეკელის 19.
ანაზღაურება: შეთანხმებით

კანდიდატი შეირჩევა ორი ეტაპი გასვლის შედეგად:

** I ეტაპი - კანდიდატის პორტფოლიო და CV-ს შეფასება.
** მე - II ეტაპი - პრაქტიკული დავალების შესრულება დაწესებული დროის ფარგლებში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო (ნამუშევრები ფაილების სახით ან ლინკებად) ელ-ფოსტაზე vacancy@artpharma.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |