www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ლოჯისტიკის განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების (კურიერებისა და მძღოლების) სამუშაო პროცესის მართვა/კონტროლი;
** თანამშრომლების ყოველდღიური დისციპლინის კონტროლი;
** დღის განმავლობაში, ლოჯისტიკის განყოფილებაში, დაფიქსირებული ხარვეზების დროული და ეფექტური აღმოფხვრა;
** დაზიანებული ავტომობილებისა და მოპედებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა;
** გამოყენებული ინვენტარის კონტროლი და დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პირადი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მსურველებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) : vacancy@mdelivery.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |