www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შერეული საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"მეამა" აცხადებს ვაკანსიას შერეული საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის მიღება/გაცემა;
** პროგრამული გატარებების შესრულება;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საწყობთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1C/SAP მუშაობის გამოცდილების ქონა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Micrsoft Office).

ჩვენ გთავაზობთ:

** გემრიელ და არომატულ ყავას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მუდმივ განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - შერეული საწყობის ოპერატორი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |