www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"პრობლემური აქტივების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება:

ანაზღაურება გახლავთ საბონუსე სისტემით. არანაირი დღეში ან თვეში შესასრულებელი გეგმა + ყოველ თვეს წამახალისებელი პრემიები. საშუალოდ მომუშავე პერსონალს აქვთ 400 ლარიდან 1000 ლარის ფარგლებში ანაზღაურება.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე. შაბათი 10:00-დან 14:00-მდე

სამუშაოს აღწერილობა:

პრობლემური აქტივების სააგენტო ამუშავებს მიმდინარე ვადაგადაცილებაში არსებულ სასესხო დავალიანებებს. ქოლცენტრის ოპერატორს ევალება:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა;
** მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

კადრების აყვანა ხდება გასაუბრების საფუძველზე. შერჩეული კადრები გაივლიან სტაჟირებას სამუშაო გარემოში, რაც დაახლოებით 3 დან 5 დღემდე გრძელდება, დღეში 2 საათი.
ორივე მხარის დადებითი პასუხის შემთხვევაში იდება შრომითი ხელშეკრულება და ვიწყებთ თანამშრომლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: problemassets71@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |