www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლეკულური და დიაგნოსტიკური განყოფილების რეგისტრატორი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას მოლეკულური და დიაგნოსტიკური განყოფილების რეგისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიულ პროგრამაში და სახელმწიფო პორტალზე, ლაბორანტის მიერ მოცემული ინფორმაციის შეყვანა;
** ანალიზატორში პაციენტის ინფორმაციის აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამედიცინო მიმართულებით;
** აუცილებელია MC Office-ს სრულფასოვნად ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ .თბილისი, პ. ქავთარაძის # 23

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |