www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ექსპერტი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ექსპერტის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. რომელიც თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
** დავალიანების დაფარვის მიზნით, პრობლემურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება;
** ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით);
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა ( B კატეგორია);
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** მოლაპარაკების ეფექტური წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |