www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონელთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა (შესყიდვები, გასვლა, ჩამოწერა, გადაფასება, გადაადგილება და ა.შ.)
** დებიტორ/კრედიტორების აღრიცხვა;
** ბანკი/სალარო;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელფასებისა და გადასახადების ჩარიცხვა;
** მივლინებები;
** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ასევე ყველა დოკუმენტის შევსება "შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად".

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ფინანსური განათლება;
** ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** C1 ბუღალტერიის ცოდნა (ბალანსი) და მასში მუშაობის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა.
** რუსული ენის ცოდნა.

ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

** თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
** მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
** დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
** მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
** ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.lt

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 2 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |