www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თერაპიის უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას თერაპიის უმცროსი ექიმის პოზიციაზე კავკასიის მედიცინის ცენტრში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის 23;
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი ყოველდღიური გრაფიკი (შაბათ-კვირა დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების დადგენა;
** სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა პასუხისმგებელი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამკურნალო საქმის სპეციალობით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების ფლობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2021 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/terapiis--umcrosi-eqimi/538

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |