www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში. https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას აჭარა-გურიის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის და მისი პოტენციალის ანალიზი;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა;
** რეპორტების მომზადება;
** გუნდის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ტრეინინგების და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი და ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 29 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "აჭარა გურიის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |