www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოთხოვნები (უნარები):

** შემოქმედებითი ხედვა
** სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების მეთოდებისა და საშუალებების ცოდნა
** გამოცდილება პოლიგრაფიულ დიზაინში
** გრაფიკული პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Adobe PhotoShop, Adobе Illustrator)
** Motion graphics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზუალური კონცეფციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და დიზაინის ტექნიკურად გამართვა
** შესრულებული სამუშაოს ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა
** სტამბებთან ურთიერთობა, დაბეჭდილი მასალის მიწოდებულ დიზაინებთან შესაბამისობის კონტროლი
** პროდუქციის, მისი შეფუთვების, სავაჭრო ნიშნების დიზაინზე მუშაობა
** ახალი შრიფტების, ლოგოების და ტიპოგრაფიების შექმნა
** სოციალური მედიისთვის ვიზუალების შექმნა
** ნებისმიერი საბეჭდი, ონლაინ და BTL მასალის დიზაინის შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი. სასურველია გრაფიკული დიზაინის კუთხით
** პროფესიული გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

სამუშაო ადგილი: ნატახტარი.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული პორტფოლიოთი შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს 2021 წლის 18 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |