www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის 158.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მუშებისა და მტვირთავების სამუშაოს ორგანიზება და კონტროლი
** მანქანების დატვირთვისა და მიწოდების დროის კონტროლი
** შეკვეთების შეგროვების დროის, საქონლის მიღებისა და განთავსების სისწორის კონტროლი
** შეხვედრების ჩატარება საწყობის თანამშრომლებთან
** გრაფიკების შექმნა და ცვლაში მომუშავე თანამშრომლების სამუშაო საათების ტაბელის აწყობა
** საწყობის თანამშრომლების დისციპლინის კონტროლი
** ახალი თანამშრომლების მომზადება/სწავლება
** დაკისრებული დავალებების შესრულების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნება.

გრაფიკი: ცვლებით (12 საათი მუშაობა, 24 საათი დასვენება)
ანაზღაურება: 1100 ფიქსირებული (+ ბონუსი)

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "ცვლის უფროსი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.10.2021



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |