www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:00 სთ. შაბათ-კვირის გარდა.
თბილისი: თბილისი, ავჭალა.
ანაზღაურება - 700₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების პირადი საქმეების და საბუთების წარმოება /წარმოსადგენი საბუთების კონტროლი, პოზიციის ან ხელფასის ცვლილების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პერსონალის აღრიცხვის და მართვის ელექტრონულ სისტემის ადმინისტრირება;
** შრომითი კონტრაქტების გაფორმება,
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგ პროცესის მართვა;
** რეპორტების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ადამიანური რესურსების მენეჯმენტში განვითარების მოტივაცია;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** სასურველია თუ კანდიდატს ექნება HR ადმინისტრირების მიმართულებით სტაჟირების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
** კომუნიკაბელურობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |