www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული, მოლარე
მომწოდებელი: G Gree
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

სწრაფი კვება "G Gree" იხსნება ვარკეთილში, ჯავახეთის 172-ში, სადაც უნდა გაიყიდოს უგემრიელესი ჰოთ დოგი, ბურგერი, ფრი, ნაგეთსი, ცივი სასმელები, ყავა და კიდევ სხვა მსგავსი ტიპის საკვები და სასმელი 24/7.

გვაქვს ვაკანსია მზარეულისა და მოლარის (ბარისტას) პოზიციაზე, 12 საათიან და 24 საათიან განაკვეთზე. მივიღებთ როგორც დამწყებ ასევე პროფესიონალ კადრებს, შესაბამისი ანაზღაურებით (ანაზღაურება განისაზღვრება კადრის ცოდნის და გამოცდილების მიხედვით).

თუ ხარ კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული, მოწესრიგებული, მოტივირებული განვითარებაზე და პასუხისმგებლობიანი, მაშინ ჩვენი გუნდი გეძებს შენ. თუ არ გაქვს გამოცდილება, ჩვენ შეგასწავლით ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

1. მზარეული

მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.

მოთხოვნები:

** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სამზარეულოში რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
** სამზარეულოში სწრაფად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა.

2. მოლარე

მოვალეობები:

** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს.
** სამუშაო ადგილის მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სალაროსთან მუშაობა
** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაცია.

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება განისაზღვრება კადრის ცოდნის და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან (აუცილებელია) ერთად, ელფოსტაზე: ggreecompany@gmail.com და დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |