www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მინაპლასტიკების და ორგანული მინის ნაკეთობების ამწყობი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში მინაპლასტიკების და ორგანული ნაკეთობების ამწყობის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური ნაკეთობები
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** სწორზედაპირიანი მრავალფენიანი მინაპლასტიკის დეტალების დამზადება;
** მარტივი სამარჯვების მონტაჟი, დემონტაჟი და გასუფთავება;
** ელექტროგათბობების, შაბლონების მოხსნა და დაწყობა;
** მარტივი ფორმის მქონე მრავალფენიანი კონსტრუქციების დეტალების გაწმენდა, მინანეჭების, ასევე მაკეტების, კვანძების, ნაკეთობების მრავალფენიანი მინაპლასტიკის დეტალების სიმტკიცესა და ჰერმეტიულობაზე გამოსაცდელად მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მინაპლასტიკების და ორგანული მინის ნაკეთობების ამწყობის ხელმძღვანელობით მინაპლასტიკებისა და ორგანული მინისგან დამზადებული მარტივი ფორმის მქონე ნაკეთობების დასაწებებელი მინაქსოვილის მონიშვნა და დაჭრა ნახაზების, ლუგვების, მაკეტების, შაბლონების და ფორმების შესაბამისად;
** ნარევების მომზადება მოცემული რეცეპტების მიხედვით;
** ფენების დატანა აღჭურვილობის ზედაპირზე ხელით ან პისტოლეტით;
** მინაქსოვილის დალაგება გაფენა დაწყობა აღჭურვილობაზე;
** მარტივი გეომეტრიული ფორმების მქონე ორგანული მინის მონიშვნა და დაჭრა შაბლონის მიხედვით;
** მარტივი კონფიგურაციის მინის მომზადება შესაწებებლად და დეტალების სიბრტყივი შეწებება;
** ანაგლეჯების და ცივნაჭედების მოშორება შენაწევრებადი (შეუღებადი) სიბრტყეებიდან, ფარანების დეტალებიდან, დეტალების დაკონტვრა.

უნდა იცოდეს:

** მინაპლასტიკისა და ორგმინის მარტივი დეტალების დამზადების ტექნოლოგიური პროცესი;
** მინანეჭების პაკეტების და მინაპლასტიკის დეტალების დაყალიბების, გაჟენთის, დაწებების შრობის და გამოცდის ტექნოლოგიური პროცესი;
** თბოიზოლაციის და ელექტროგამათბობლების დანიშნულება, დეტალებზე ელექტროგამათბობლების დალაგების მეთოდები;
** მინამასალების მაკავშირებლით (ანუ წებოთი) გაჟღენთის წესები;
** მინაპლასტიკებისა და კომპოზიციური მასალებისაგან დამზადებული დეტალების დანიშნულება;
** ორგანული მინების დანიშნულება და თვისებები;
** ორგანული მინის წაზრდის და შეწებების წესები, ხელის და მექანიკური ინსტრუმენტებით სარგებლობა;
** საშუალოდ რთული ნახაზების წაკითხვა.

სამუშაოს მაგალითები:

** დიაფრაგმები, ნერვიურები, კრონშტეინები, კარბები (რკალები) მოარშიებები - წებოს დატანა;
** ლუკების ბრტყელი ხუფები - დაწებება, დაყალიბება, მექანიკური დამუშავება;
** აღჭურვილობა დაწებებისთვის გაუცხიმოება (ცხიმგაცლა) აცეტონით, სპირტით;
** სიხისტის წიბოები - დამზადება კონტაქტური მეთოდით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მინაპლასტიკების და ორგანული ნაკეთობების ამწყობი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |