www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full Stack დეველოპერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში Full Stack დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია).

ძირითადი მოვალეობები:

** უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპლექსური პროგრამების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა (Angular 6+, HTML5, CSS3 და სხვა დაკავშირებული ტექნოლოგიები);
** აპლიკაციების ფუნქციონირების, სისტემის არქიტექტურის და პერფორმანსთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით ხარისხიანი კოდის წერა;;
** ეფექტიანი კოლაბორაცია მცირე, ინოვაციურ და შემოქმედებით გუნდთან;
** დეველოპმენტ ციკლის დროს "სორს კონტროლის" ეფექტიანი გამოყენება;
** თანამედროვე ტენოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება გუნდის წევრებისთვის და ამ ტექნოლოგიების პროექტებში განხორციელების ხელშეწყობა;
** არსებული სტანდარტიზებული დეველოპმენტ მეთოდების შესაბამისად გუნდის ლიდერთან ერთად მუშაობა სხვა და სხვა მცირე პროექტების, თუ API-ების განხორციელებაში;;
** ვებ-ზე ორიენტირებული პროექტების შექმნა და განვითარება;
** აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში.
** მომხმარებლის გამოცდილების (UX) ცოდნა საბაზისო დონეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 + წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში;
** Microsoft ტექნოლოგიებთან (.Net Core, WebAPI) მუშაობის გამოცდილება;
** C# და .Net მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS SQL ან/და Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;ა
** "სორს კონტროლთან" მუშაობის გამოცდილება (Git ან TFS)..
** JavaScript, HTML, CSS მუშაობის გამოცდილება
** სასურველია UI ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა/ზრუნვა
** დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა
** გუნდურობა
** მიზანდასახულობა

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |